ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამტრედიაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა შეხვედრის დამსწრეებს ს, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.
„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მიზანი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ