გაერომ მწუხარება გამოხატა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების „კატასტროფული“ განახლების გამო

გაერომ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ 1 დეკემბერს განახლდა კონფლიქტი ღაზის სექტორში და საომარ მოქმედებებს “კატასტროფული” უწოდა.
ორგანიზაცია მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს მიაღწიოს ცეცხლის მყარ შეწყვეტას.
იენს ლერკემ, ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ნიშნავს, რომ „ღაზაში დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაბრუნდა“.
ს სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ღაზის დაბომბვა, პალესტინელები კვლავ იძულებული არიან ბომბსაფრებს მიაშურონ მას მერე, რაც დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე, რომ ვეღარ მიაღწიეს მის გახანგრძლივებას. Reuters -ის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების განახლება ღაზაში – კატასტროფაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან