კაცმა ქალი ნაჯახით მოკლა – დეტალები

წალკაში 50 წლამდე კაცმა ქალი ნაჯახით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო