იანვარ-ივლისში ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია

2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 201.1 მლნ. დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი). წინასწარი მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.