თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება
TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ ჩატარდება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.
TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს.„ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.
TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.
„ალბათ, ყველანი ყოველთვის ძიების პროცესში ვართ, თუმცა ყველაზე მძაფრად ეს პროცესი ახალგაზრდობის პერიოდში აღიქმება, დღეისათვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო სწორედ ახალგაზრდების განცდები და გამოცდილებაა. საკმაოდ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დარწმუნებულები ვართ, მათი ისტორიები მსმენელისთვისაც, ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორც ჩვენთვისაა” – აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება