ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 455%-ით გაიზარდა – რას ედავებიან ბანკებს მომხმარებლები

ოქტომბერში საბანკო ინსტიტუტების მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ათი თვის განმავლობაში, ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის საფუძველზე სულ 19 571 საჩივარი შევიდა.
სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით, პრეტენზიების რაოდენობა წინა წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით 424%–ით არის გაზრდილი (190 დან- 995-მდე).
საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული პრეტენზიები 125%-ით ( 68-დან -153-მდე), ხოლო ვადიან დეპოზიტებთან დაკავშირებული კი 113%-ით (15-დან – 32-მდე) გაიზარდა.
საჩივრები ადმინისტრაციულ მომსახურებაზე 534-მდე, ხოლო ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიებზე 455%-ით 916-მდე გაიზარდა.
მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ პრეტენზიები, წინა წელთან შედარებით 16-დან 40-მდე გაიზარდა.