უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა.
„საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებით, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთ დღეში მტერმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელა.
„მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა, ზოგადად, უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევის სამუშაოების ჩატარება.
„კერძოდ, ეს არის აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა – ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.