უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხობს და აცხადებს, რომ ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური არ აფიქსირებს უკრაინის საზღვართან ბელარუსის ჯარების აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობის ზრდას , – ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, პოლკოვნიკი ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ სთან საზღვარზე ქვეყნის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.
ანდრეი დემჩენკოს თქმით, ლუკაშენკო აგრძელებს საინფორმაციო სიტუაციის ესკალაციას აგრესიული განცხადებებით, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება.
„ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყანის საამებლად“, – აცხადებს ანდრეი დემჩენკო.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ბელარუსის არმიის თითქმის მესამედი განათავსა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას