უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა – ლუკაშენკო

Reuters-ის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა.
გამოცემის ინფორმაციით, მინსკმა საპასუხოდ შეიარაღებული ძალების თითქმის მესამედი მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ გაგზავნა.
“მათი აგრესიული პოლიტიკის გამო, ჩვენ საზღვართან სამხედრო ნაწილები გავგზავნეთ – ომის შემთხვევაში, ისინი თავდაცვისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მეზობელი უკრაინის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაციის დიდი ალბათობა არსებობს და სიტუაცია მათ საერთო საზღვარზე დაძაბულია.
ამ ორ ქვეყანას 1084 კილომეტრიანი საზღვარი ყოფს.
ლუკაშენკო, რომელიც პუტინის მოკავშირეა, აცხადებს, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარი დანაღმულია და უკრაინის ჯარებს უზარმაზარი დანაკარგი ექნებათ, თუ მის გადაკვეთას შეეცდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას