ბათუმმა საცობებით დედაქალაქს გადაუსწრო

საცობი, თბილისის მსგვასად, სთვისაც ყოველდღიურობად იქცა. განსაკუთრებული პრობლემა ტურისტულ სეზონზეა, თუმცა შავი ზღვისპირეთში გადატვირთული მოძრაობა სხვა პერიოდშიც ხშირია. ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალაქის განტვირთვა აუცილებელია. ითქვა, რომ ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, გადატვირთულ მოძრაობას 40%-ით შეამსუბუქებს.
აჭარაში ახლა აქტიური ზაფხულის ტურისტული სეზონია. დამსვენებელთა რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება და რადგან მოთხოვნა ყოველწლიურად დიდია, მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, რამაც ქალაქი ძალიან გადატვირთა.
დედაქალაქის მსგავსად ყველგან შენობის „ჩადგმა“ ზღვისპირა ქალაქშიც გახშირდა, ამიტომ, როგორც აკადემიკოსმა სინომ ბარამიძემ განაცხადა, ბათუმი „მაღალი ღობეების“ გამო საერთოდ ვერ ნიავდება.
„ბათუმში პრიორიტეტი მიენიჭა იმის, რომ შენობებმა უყურონ ზღვას, ქალაქის განიავებამ კი ბოლო პლანზე გადაწია. შენობები, პირობითად, ფეხებზე უნდა შემდგარიყვნენ და მათ ქვევით გვირაბები ყოფილიყო, რადგან ტალღას თავად გაეტანა ჰაერი, რომ ქალაქის ცირკულაცია მოხდარიყო. როგორც თბილისშია, ისეა ბათუმში, არავინ უყურებს ქალაქის აერაციას და ზღვისპირეთში არსებულ შენობებს პირდაპირ შეიძლება ეწოდოს მაღალი ღობეები. ასე არ ხდება საზღვარგარეთ, იქ ყველანაირი პირობები დაცულია. ჩვენთან კი, თითოეული კვადრატული მეტრი რომ არ დაიკარგოს, შენდება მაღალი შენობები და შედეგად მივიღეთ გაუნიავებელი ქალაქები. ვის რად უნდა ამხელა შენობები?! ქალაქის გეგმარება არ განიცდის ექსპერტიზას და ამიტომაა ასეთი შედეგი“, – განაცხადა სიმონ ბარამიძემ.
ზაფხულის დასრულების შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში, დიდ ალბათობით, ბათუმის შემოვლითი გზა გაიხდენა, რომელის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარებს. როგორც პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა, შემოვლითი გზა მოძრაობას 40%-ით განტვირთავს, რაც ერთგვარი შვება უნდა იყოს ქალაქისთვის.
„ყველა ბათუმელისათვის ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს გადატვირთული მოძრაობა და სამწუხარო ის არის, რომ საცობებს მხოლოდ სეზონური ხასიათი აღარ გააჩნია. რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში უფრო მძიმდება სიტუაცია, მაგრამ სხვა დროსაც პრობლემაა, რასაც ქალაქში შემომსვლელი ავტომობილები ემატება წლების წინ ბათუმში ახალი, ბაგრატიონის ქუჩა გაიჭრა, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა უნდა განეტვირთა, მაგრამ ისიც უკვე პრობლემატურია და დღეისათვის ერთადერთი გამოსავალი ბათუმის შემოვლითი გზაა, რომელიც, როგორც ამბობენ, აგვისტო-სექტემბერში გაიხსნება. ისე კი, რადგან ბათუმში მშენებლობები მიმდინარეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნაც არსებობს. სიტუაციას ყველაზე მეტად ამძიმებს ბათუმის გასასვლელი აღმოსავლეთის მხარეს, ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხიდია. შემოვლითი მაგისტრალი რომ გაიხსნება, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სადღაც 40%-ით შეამსუბუქებს მძიმე მდგომარეობას. ვისაც არ სურს უშუალოდ ბათუმში შესვლა, ის შემოვლითი გზით ისარგებლებს და ქალაქს მთლიანად აუქცევს გვერდს. ამასთან ერთად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ხშირია გარევაჭრობა. მაგალითად, წერეთლის ქუჩაზე. გარევაჭრობა ხშირ შემთხვევაში პრობლემას უქმნის საავტომობილო გადაადგილებას. ეს ყველაფერი ერთიანობაში იწვევს იმ მოცემულობას, რომელიც სახეზე გვაქვს. ბათუმში ყველაზე მიმზიდველი ადგილი არის პირველი ზოლი, ზღვისპირა ტერიტორია. თუ ზღვასთან ერთი კვადრატული მეტრი შავი კარკასი, სიტყვაზე, ღირს 800 დოლარი, სხვა ტერიტორიაზე მისი ღირებულება 600-700 დოლარია და, რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია პირველი ზოლი. ახლა არავის არ მოსდის აზრად, რომ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე დაიწყოს მშენებლობა. მაგალითად, ე.წ. მახინჯაურის ტერიტორია, იქაც არის მშენებლობა, ან ხელვაჩაურის შემოერთებული ტერიტორია, ანდა ბათუმის ჩრდილოეთით და სამხრეთით ე.წ. ჭაობის დასახლება, თუმცა მოვა დრო, რომ ამ ადგილების ათვისებაც მოხდება, რადგან პირველი აპრილიდან ძალაში შევიდა საერთაშორისო აეროპორთებთან სამ კოლომეტამდე ზოლში 180 მეტრზე მაღალი შემობის მშენებლობის შეზღუდვა. ამან საკმაო დიდ პრობლემის წინაშე დააყენა მშენებლები და უკვე შეთანხმებული პროექტებიც კი უნდა გადაიხედოს“, – ამბობს პაატა აროშიძე.
ზღვისპირა ქალაქის განტვირთვის და განვითარების საკუთარი გეგმა აქვთ „სითი ინსტიტუტ ჯორჯიას“. მათ ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაასრულებას, კონცეფცია მერიას ჩაბარდა, თუმცა დასტურს ამ დრომდე ელოდება.
როგორც „სითი ინსტიტუს ჯორჯიას“ ურბანისტმა ანდრო ქორთუამ განაცხადა, შემუშავდა გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქის ცენტრი და სანაპიროს პირველი ზოლი, განვითარების ცენტრები კი ქალაქში თანაბრად გადანაწილდეს.
„პირველი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, არის ის, რომ განიტვირთოს ცენტრი, სანაპირო და განვითარების ცენტრები გადანაწილდეს ქალაქის მასშტაბით. ქალაქს შევთავაზეთ პოლიცენტრული განვითარება. მონიშნულია გარკვეული არეალები, სადაც ეს ინტერესები შეიძლება გადანაწილდეს, მონოცენტრულად არ განვითარდეს და არ გადაიჭედოს ცენტრალური ნაწილი და სანაპიროს პირველი ზოლი. ამას ბუნებრივია, თან უნდა მოჰყვეს აუცილებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იმ გზებსა და კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც ახლა ეს ქუჩებია, ფაქტობრივად, განახლება დასჭირდება“, – განაცხადა ანდრო ქორთუამ და დასძინა, რომ კონცეფციით გამოიკვეთა ორი ტერიტორია, რომელსაც სამომავლოდ განვითარების პერსპექტივა აქვს. ერთი არის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის ტერიტორია, მეორე კი ე.წ მთის ძირის არეალი.
„შეთავაზებულია ორი საკმაოდ დიდი ზომის ტერიტორია, სადაც შეუძლია ქალაქს, რომ მნიშვნელოვანი რესურსი ჰქონდეს, როცა გადაწყვეტს განვითარებას. ერთი ტერიტორია არის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის ტერიტორია, რომელზეც ჩატარებულია კვლევები, მათ შორის ნიადაგის კვლევა და არსებობს შედეგები, როგორ უნდა მოხდეს ნიადაგის გაწმენდა და მერე უკვე იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა შეიქმნას საცხოვრებლად ჯანსაღი გარემო. მეორე ტერიტორია არის ე.წ მთის ძირის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს გენერალ ასლან აბაშიძის, გაგარინისა და მთის ძირის ქუჩებს შორის. ესეც დიდი ტერიტორიაა, ამჟამად იქ წარმოდგენილია სამრეწველო ტერიტორიები, არის ბიზნეს ობიექტები, რომელთა ადგილმონაცვლეობა პრობლემური იქნება და იქ დარჩება, თუმცა დიდი რესურსია მაგის მიღმა, რისი ათვისებაც შეიძლება. ეს ორი ტერიტორია მოაზრებული გვაქვს, როგორც მნიშვნელოვანი ქვეცენტრები ბათუმის საბოლოო განვითარებისთვის“, – განაცხადა ანდრო ქორთუამ.
წყარო: რეზონანსი