სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წალკის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა ვ.ვ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გაზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. მუხლი 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.