გია ვოლსკი – ვადასტურებ, აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე – ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია, გამორიცხულია

აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე – ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია, გამორიცხულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენება სურთ და სამუშაოები დაწყებულია.
ვოლსკის თქმით, შეიძლება „ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს“.
„ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ისინი ამბობენ და ინფორმაციაც ვრცელდება იმის თაობაზე, რომ საბაჟო სისტემის შემოღება და რაღაც სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, ეს გარკვეული პოლიტიკური ტრიუკია იმის გათვალისწინებით, რომ ენგურზე ორმხრივი შეთანხმება საბაჟო ურთიერთობისა ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. ისე გარკვეული შენობების აგებას, არამარტო საბაჟოს, კიდევ Duty free-ს გაკეთებას აპირებენ. შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს. რასაკვირველია, ამას აქვს ის პასუხი, რაც უკვე გითხარით – საბაჟო ურთიერთობები, ნებისმიერი შეთანხმება დე -ფაქტო ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც აბსოლუტური ნონსენსია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა