ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის – ზელენსკი

“ვხედავთ რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
“ვხედავთ რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ვანადგურებთ მათი ლოჯისტიკური მომარაგების გზებს, ასევე მათ სამხედრო რეზერვებს. ვწმენდთ ჩვენს ტერიტორიებს ს საოკუპაციო ჯარებისგან და ვავსებთ ტყვეთა ფონდს შემდგომი გაცვლისთვის.”- აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი .
არ აწარმოებს საოკუპაციო ომს რუსეთის ტერიტორიაზე. ომის სტილი რომელსაც უკრაინა აჩვენებს მსოფლიოს კურსკში რადიკალურად განსხვავებულია იმ ომისგან, რომელსაც აწარმოებს პუტინი უკრაინაში. ამ დროისთვის ჩვენ ვაკონტროლებთ 82 დასახლებულ პუნქტს სასაზღვრო ოლქში და ჩვენი ჯარი წინ მიიწევს. ლოჯისტიკური გზების მოჭრით ჩვენ მტერს მომარაგების გარეშე ვტოვებთ. მინდა ცალსახად ვთქვა რომ უკრაინელი ჯარისკაცები არაფერს დაუშავებენ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის განსხვავება ჩვენსა და ოკუპანტებს შორის,” – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს