ალუდა ღუდუშაური – აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება! – ჩვენ ერთმანეთს უნდა შევურიგდეთ და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, რომელსაც საქართველო ჰქვია

ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება! – ჩვენ ერთმანეთს უნდა შევურიგდეთ და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელსაც საქართველო ჰქვია – უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, ერთმანეთს გადავეხვიოთ და წარსულის შავი ფურცელი დავივიწყოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, „მისაღებია ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც ამ დიად მიზანს ემსახურება“.
„უნდა შევძლოთ და პირად წყენებზე მაღლა დავდგეთ იმისთვის, რომ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეა და მიზანი არის უფრო აღმატებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ჩვენ ამ ხალხთან, რა თქმა უნდა, შერიგება გვჭირდება!
ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ინტეგრაცია და საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად გვინდა. ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნა ერთად უნდა შევძლოთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ს მიერ ოკუპირებული ს უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ დისტანციური შეხვედრა გამართეს. არსებული ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თანამოსაუბრეებმა შეიარაღებული კონფლიქტის საწყისები და მისი დაძლევის შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია