იაგო ხვიჩია – სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ – უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: – სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია!

სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ – უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: – სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია! – ეს განმარტება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა მ გააკეთა.
ხვიჩიამ აქვე, იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ისეთ რამეს არ მოიფიქრებს, რის გამოც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას გადაიფიქრებენ“.
„9 პუნქტის შესრულების ფარგლებში ჩვენ შევალთ ყველგან, სადაც პარლამენტის შენობაში შეხვედრას დავინახავთ. ვეცდებით, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად – არ გვინდა „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ