ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში “გრანადა” “ალბასეტესთან” შინ, 1:2 დამარცხდა. “გრანადას” რიგებში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა.
ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. გიორგი 28-ე წუთზე სუპერგოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა.
“გრანადა” ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, სტუმრად, “ფეროლის” წინააღმდეგ გამართავს.
