ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ხუთშაბათს უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტების პაკეტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დებულებების რატიფიცირებას, რაც ნიშნავს უკრაინის სრულ გაწევრიანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახდენს რომის სტატუტის რატიფიცირებს ცალკეული განცხადებით, რომლის მიხედვითაც, რატიფიკაციის კანონის ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში უკრაინა არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას თავის მოქალაქეებთან მიმართებაში რომის სტატუტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
უკრაინული მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს დებულება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ უკვე მიანიჭა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი 124 სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული. უკრაინამ რომის სტატუტს ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს რატიფიკაციის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა აღიარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად