საარჩევნო სიის შედგენისთვის ჯერ დრო გვაქვს, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო სთვის, პარტია თბილისის კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დედაქალაქშიც აქტიური მუშაობა დაიწყება.
რაც შეეხება საარჩევნო სიას, კობახიძის თქმით, სავარაუდოდ სექტემბერის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.
„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, რეგიონებში რაც შეიძლება მალე ამ კანდიდატების დასახელება იყო მნიშვნელოვანი, რათა უკვე აქედანვე დავიწყოთ, უშუალოდ, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოები, ველზე გასვლა. საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დავასახელეთ ჩვენ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებში. ანალოგიურად თბილისის კანდიდატებს დავასახელებთ უახლოეს დღეებში და თბილისშიც დაიწყება აქტიურად მუშაობა. რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ჯერ ამისთვის გვაქვს დრო, აქედან გამომდინარე მოგვიანებით გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია. სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი

ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას

გიორგი იაკობაშვილი 2003–2012 წლებში არსებულ ვითარებაზე: “კავკასუს ონლაინის” განადგურების მიზნით, “სილქნეტის” და მერიის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ კორპუსების სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ხელში ეკავა ნაჯახი, “სილქნეტის” თანამშრომელი მას ეუბნებოდა, ეს არის “კავკასუსის” კაბელი და ჩაჭერი