სია: “ოცნებამ“ საარჩევნო სიაში მყოფი დელეგატები დაასახელა – Netgazeti • ირაკლი კობახიხე • პარტია ქართული ოცნება • Netgazeti.ge

პრემიერმინისტრმა მ მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შეყვანილი ის დელეგატები დაასახელა, რომელთაც რეგიონებში კამპანიების წარმოება დაევალებათ.
როგორც აღნიშნავს, „დელეგატების ინსტიტუტი“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების უარყოფითი მხარეების აღმოსაფხვრელად არის მიმართული.
პრემიერმინისტრმა 30-დან 22 დელეგატი წარადგინა კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის მხარეებში. ხოლო 8 დელეგატს თბილისის ოლქისთვის, როგორც განაცხადა, რამდენიმე დღეში დაასახელებენ.
“ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიის უკვე მოქმედი წევრია და ამჟამინდელ პარლამენტშია დასაქმებული ან თვითმმართველობაში. ირაკლი კობახიძის მიერ ჩამოთვლილ კანდიდატებში მხოლოდ რამდენიმე ახალი სახე, ძირითადად ბიზნესმენები. არც ერთი კანდიდატი არ არის ქალი.
ოცნების მიერ რეგიონებში წარდგენილი დელეგატები არიან:
· დავით სონღულაშვილი (მოქმედი დეპუტატი) — გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო
· (მოქმედი დეპუტატი) — თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი
· ირაკლი შატაკიშვილი (მოქმედი დეპუტატი) — რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლები
· ზაურ დარგალი (მოქმედი დეპუტატი) მარნეული, გარდაბანი
· დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი) — ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო,
· ანტონ ობოლაშვილი (მოქმედი დეპუტატი) — ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი
· სამველ მანუკიანი (მოქმედი დეპუტატი) — ახალქალაქი, ნინოწმინდა
· (მოქმედი დეპუტატი) — მცხეთა-მთიანეთი
· ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი) — გორი, კასპი
· ზაზა დუგლაძე (მოქმედი დეპუტატი) — ხაშური, ქარელი
· ზაზა ლომინაძე (მოქმედი დეპუტატი) — ქუთაისი
· გივი ჭიჭინაძე — წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი
· პაატა კვიჟინაძე — საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული
· ზვიად შალამბერიძე (მოქმედი გუბერნატორი) — ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული
· დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) — ზუგდიდი
· გიორგი ხახუბია (მოქმედი დეპუტატი) — , ხობი, სენაკი
· ილია ინჯია (ბიზნესმენი, პარლამენტში ფორმალურად ოპოზიციური ჯგუფის წევრის, ფრიდონ ინჯიას შვილი)— მარტვილი, აბაშა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ
· ვასილ ჩიგოგიძე (მოქმედი დეპუტატი) — ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური
· გოჩა ენუქიძე (მოქმედი დეპუტატი) — რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი
· არჩილ ბერიძე (“ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი) —
· გია ჭყონია (ბიზნესმენი) — ქობულეთი
· ანზორ ბოლქვაძე (მოქმედი დეპუტატი) — ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ყველა დელეგატი პროპორციულ სიაში იქნება გამსვლელ ადგილზე“.
თბილისის დელეგატებსა და 150-კანდიდატიან საარჩევნო სიას “ოცნება” მოგვიანებით დაასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ