პრემიერი – ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი აქვს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი განპირობებულია მშვიდობის, სტაბილურობის, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.
„ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს. ბოლო 3 წლის საშუალო ზრდა 9.7-%-ი გვქონდა. მიმდინარე წელს, პირველო ორი კვარტლის მონაცემებს თუ ავიღებთ გვაქვს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა რთულ რეგიონში არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული. ვინარჩუნებთ მშვიდობას, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი -ესეც ქმნის კარგ გარემოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტიცია შემოვიდეს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კიდე უფრო გაიზარდოს საინვესტიციო ნაკადები საქართველოში, ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ