McDonald’s-ი ბურგერ მენიუში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს

McDonald’s-ი ბურგერ მენიუში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
როგორც გამოცემას კომპანიის გლობალური მენიუს სტრატეგიის უფროსმა დირექტორმა კრის იანგმა განუცხადა, იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება და ახალ მენიუში ბურგერის 50-მდე მოდიფიკაცია იქნება წარმოდგენილი.
ამავე ცნობით, კომპანია ახალი სარეკლამო კამპანიისთვის ემზადება სლოგანით „ჩვენი ყველაზე საუკეთესო ბურგერები“.
მაკდონალდსის საფირმო ბურგერი Big Mac ასევე დაექვემდებარება განახლებას.
ცვლილებები ასევე მოიცავს უფრო სპეციფიკური გემოს სოუსის შექმნას, სალათის ფოთლით, ყველით და მწნილებით, რომლებიც „უფრო ახალი და მდნარი“ იქნება.
ახალი ბურგერები რესტორნის მომხმარებლებმა პირველად ავსტრალიაში დააგემოვნეს და -ში, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისისთვის გამოჩნდება.