ლაშა ბაქრაძე – „დემოკრატიის ფესტივალისთვის“ ხელის შეშლა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი

„დემოკრატიის ფესტივალისთვის“ ხელის შეშლა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ სურს, რომ ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საკუთარ ხალხს.
„კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია “დემოკრატიული ფესტივალისთვის” ხელის შეშლა. არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ კერძო ბიზნესიც ისე დააშანტაჟეს, რომ ყველამ უარი თქვა მიეცათ სივრცე ფესტივალისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საკუთარ ხალხს.
უნდათ, რომ ყოველმხრივ შეზღუდოს თავისუფალ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ქართულმა, პროდასავლურმა, დემოკრატიულმა ოპოზიციამ, ერთიანობით უნდა შეძლოს და 26 ოქტომბერს დაამარცხოს ეს ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ავტორიტარიზმისაკენ მიჰყავს და უფსკრულში უპირებს გადაჩეხას”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.