მოდრიჩის მორიგი ბრწყინვალე მაჩვენებელი – ლუკამ “რეალში” ყველა დროის რეკორდი დაამხო

ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მორიგი ბრწყინვალე მაჩვენებლის ავტორი გახდა. უეფას სუპერ თასზე “ატალანტას” დამარცხების შემდეგ, 38 წლის ასაკში ვეტერან ფეხბურთელს “სამეფო გუნდის” მაისურით ყველაზე მეტი მოგებული ტიტული (27) დაუგროვდა.
ლუკამ მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა, “ბლანკოსმა” კი ბერგამოელები 2:0 დაამარცხეს.
მოდრიჩი “რეალს” 2012 წელს შეუერთდა და 6 ჩემპიონთა ლიგის თასი, 5 მსოფლიო საკლუბო თასი, 5 უეფას სუპერთასი, 4 ლა ლიგის თასი, 2 ესპანეთის თასი და 5 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.