პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები და პანდუსები.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „ლ ენდ ლ“ განახორციელა.
იოსელიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს