კურსკში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინამ კიდევ ორი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა ჩართო – „ფორბსი“

კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინის არმიის კიდევ ორი, 82-ე და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის ექვსი ბრიგადა, ორი დამოუკიდებელი ბატალიონი და უპილოტო აპარატების, არტილერიის, სადაზვერვო და სპეცრაზმის დამხმარე ქვედანაყოფები შევიდნენ.
მ კურსკში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა.
გამოცემა წერს, რომ კურსკის რეგიონში გაგზავნილი რამდენიმე ბრიგადა და ბატალიონი გადაყვანილია ფრონტის სხვა აქტიური სექტორებიდან, როგორებიცაა პოკროვსკი, ტორეცკი და ჩასივ იარი.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ