აშშ-ში დააკავეს 12 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში მოპარული ტვირთმზიდით გადაადგილდებოდა

ამერიკაში, მიჩიგანის პოლიციამ დააკავა 12 წლის ბიჭი, რომელიც მოპარული ტვირთმზიდით ქუჩაში გადაადგილდებოდა.
მანამდე კი მოპარული ტვირთმზიდის შესახებ ზარი პოლიციაში ფორსითის საშუალო სკოლიდან შევიდა. პოლიციამ დაადგინა, რომ ის ქუჩაში, ქალაქის სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა.
პოლიცია მანქანას აედევდნა და მისი გაჩერება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოახერხეს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. დევნის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა: