ჯეიმს ო'ბრაიენი შეხვედრებს მართავს კიევში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი, კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი იტყობინება ტელეგრამში.
ო'ბრაიენი უკრაინის დედაქალაქში 13 აგვისტოს ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„აქ, უკრაინაში, მისი ყოფნა გზავნის ძლიერ სიგნალს: უკრაინის მიმართ -ის დახმარება არ სუსტდება,“ დაწერა სოცქსელებში შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯეტ ბრინკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”