“მხოლოდ მერეტია დამნაშავე? “კვარას” შეცდომაზე რატომ არავინ საუბრობს?” – Sky Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე

Sky Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “რეალისა” და “ნაპოლის” (4:2) მატჩს გამოეხმაურა.
მარკეტის თქმით, შეხვედრის გარდამტეხი მომენტი 2:2-ზე ხვიჩას მიერ გაცუდებული მომენტი აღმოჩნდა.
“ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორია. მხოლოდ მერეტია დამნაშავე? ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ასეთი დარტყმები მარტივი მოსაგერიებელი სულაც არ გახლავთ.
ჩემი აზრით, ბევრად დიდი შეცდომა მ დაუშვა. ოსიმენს საშინელი გადაცემა გაუკეთა, მას ეპიზოდის თავად დასრულება და დარტყმა შეეძლო. ამიტომ მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია. ზოგადად, შემტევების შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ,
თითქოს ეს შეუმჩნეველი რჩება ხოლმე”, – განაცხადა მარკეტიმ.
ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, “ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.