ხაშურს საახალწლო ნაძვის ხე და აქსესუარები 160 600 ლარი დაუჯდება

ხაშურის მერია საახალწლო ნაძვის ხეში 160 600 ლარის დახარჯვას გეგმავს. წინადადებების მიღება 2 დეკემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.
როგორც საახალწლო ნაძვის ხისა და აქსესუარების მონტაჟი-დემონტაჟის შესყიდვის ტენდერის ტექნიკურ დოკუმანტაციაშია ნათქვამი ნაძვის ხე 15.5 მეტრი უნდა იყოს +2 მეტრი პედესტალის და ვარსკვლავის ჩათვლით. უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1220 ტოტი.
ასევე იგეგმება ქალაქში რიცხვი 2024-ის 3D მანათობელი დეკორაციის დამონტაჟებაც. მისი სიმაღლე 2.2 მეტრი, სიგანე კი 6.2 მწტრი უნდა იყოს, ფერი – ოქროსფერი.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით, აქედან სამონტაჟო სამუშაოების მიწოდების ვადა 2023 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო დემონტაჟისა და დასაწყობების სამუშაოების ვადა 2024 წლის 15 იანვრიდან – 20 იანვრის ჩათვლით.
პრეტენდენტი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი ხარისხიანი საქონელი, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას არსებული დეფექტები საკუთარი ხარჯით.
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს მწარმოებელი ქვეყანა და მწარმოებელი. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.