თბილისში, გოგოლის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე გამთენიისას შუახნის მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.