„საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლიც ჩინეთისთვის ტურისტული ინტერესისა და დანიშნულების ქვეყნებია“ – როგორც საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, მამუკა გამყრელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ისეთი მიმართულებებით, როგორიც მაგალითად, ხევსურეთია, ჩინელები ძალიან დაინტერესებულები არიან.
„საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლიც ჩინეთისთვის ტურისტული ინტერესისა და დანიშნულების ქვეყნებია. მსოფლიოში სულ 20 ასეთი ქვეყანაა, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი და ა.შ.“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
მან ჩინელების ინტერესებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც, ყოფილი ელჩის თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს.
„ჩინეთიდან ტურისტების მიღება წარმოუდგენლად წაადგება საქართველოს. უვიზო მიმოსვლა ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ დავხვდეთ ჩინელ ტურისტებს, რადგან მათ სპეციფიური მოთხოვნები აქვთ“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
ვრცლად bpn.ge – ზე