სამხრეთ კავკასიური მილსადენი დღეში საშუალოდ 63.1 მლნ კბ/მ გაზს ატარებს – BP

2024 წლის პირველ ნახევარში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP-ის) გაზის საშუალო გატარება იყო 63.1 მილიონი კუბური მეტრი დღეში, – ინფორმაციას, ბიპი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი და ბიპი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი აქვეყნებენ.
2024 წლის პირველ ნახევარში, SCPC-ს საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 37.3 მილიონ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი.
SCPC 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.
The SCP Co-ს აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).