2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,42 ათასი ტონით ანუ 21,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,97 ათასი ტონა) შედარებით. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,37 ათასი ტონა (15,5%); გერმანია – 0,32 ათასი ტონა (13,4%); აზერბაიჯანი – 0,23 ათასი ტონა (9,6%), და სხვ.
2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 23,1 ათასი ტონა, რაც 10,6 ათასი ტონით ანუ 84,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის ივლისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 34,2% (7,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქეთიდან, 20,8% (4,8 ათასი ტონა) – რუსეთიდან, 17,7% (4,1 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 16,9% (3,9 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 10,4% (2,4 ათასი ტონა) – უზბეკეთიდან.