ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყო – ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. სამუშაოების შედეგად, 10000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, კორტების მოედანი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სკვერის რეაბილიტაციისთვის თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.