თბილისის მერიისგან პასუხი ისევ არ გვაქვს, თუმცა, ამასობაში, სერ პოლ მაკარტნიმ გამოგვიცხადა მხარდაჭერა – კაფე „მზიური“

თბილისის მერიისგან პასუხი ისევ არ გვაქვს, თუმცა, ამასობაში, სერ პოლ მაკარტნიმ გამოგვიცხადა მხარდაჭერა, – ამის შესახებ კაფე „მზიური“ სოციალურ ქსელში წერს.
კაფე „მზიურის“ ცნობით, „ბითლზის“ ლეგენდამ, სერ პოლ მაკარტნიმ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. „მზიურის“ კაფე 2017 წლიდან მისი ინიციატივის, „უხორცო ორშაბათის“ მხარდამჭერია, რომელიც ცხოველების და გარემოს დაცვის პრობლემას ეხმიანება.
„მე სრულად ვუჭერ მხარს ანას ძალისხმევას კაფესთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მას კვლავაც მიეცემა „უხორცო ორშაბათის” კარგად განხორციელების საშუალება“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „მზიურის“ კაფემ გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ორი თვის წინ თბილისში, მზიურის პარკში მდებარე კაფემ, რომელიც უკვე 8 წელია ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპით, ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან მიღებულ წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის მთავრობა იმ შენობის აუქციონზე გატანას გეგმავს, რომელიც ამ დრომდე უსასყიდლოდ განკარგვის უფლებით ჰქონდა კაფის მენეჯმენტს გადაცემული. წერილში, რომელიც 13 ივნისით არის დათარიღებული და რომელსაც ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ თბილისის მერია 64 კვადრატული მეტის ფართის მქონე ამ შენობას განიხილავს ბიუჯეტში “თანხების მობილიზაციის საშუალებად.