თემურ ცამციშვილი: …სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კაფე-ბარ „სავანეს“ ანგრევენ, გაყალბებული და არასრულია

დღეს, კაფე-ბარ „სავანეს“ მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით – მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ, გაყალბებული და არასრულია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტაცია იმდენად არასრულია, რომ ესკიზიც კი არ ახლავს იმ შენობის, რომლის გამოც მოქმედ შენობას ანგრევენ.
„დღეს, კაფე-ბარ სავანეს მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. კერძოდ კი, მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ, გაყალბებული და არასრულია. დოკუმენტაცია იმდენად არასრულია, რომ ესკიზიც კი არ ახლავს იმ შენობის, რომლის გამოც მოქმედ შენობას ანგრევენ.
არავის ილუზია და არც იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ამათი პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს ან მსვლელობას მისცემს, მაგრამ ძალიან მალე, როცა ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, აუცილებლად მოუწევთ მსგავსი საქმეების თაროდან ჩამოლაგება და გამოძიების დაწყებაც კონკრეტულად იმ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო, საბუთების გაყალბებით, სასამართლო კლანთან ერთად ცდილობენ კერძო საკუთრების მითვისებას“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ