მწვერვალ შხელდიდან გადმოასვენეს დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი გადმოასვენეს. არსებული ინფორმაციით, 34 წლის ალპინისტს მეხი დაეცა. სწორედ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზი.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაღუპული მთამსვლელის ცხედარი ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს:
„ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“.
შემთხვევა გუშინწინ, 10 აგვისტოს, მოხდა. გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებდა, რომ მწვერვალიდან უვნებლად გამოიყვანეს სამი მთამსვლელი, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.
არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. ჯერ კიდევ 2021 წელს იგი ბაქარ გელაშვილთან და გიორგი ტეფნაძესთან ერთად ავიდა სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს