სააკაშვილის რეჟიმი თავისი არსით დაპირისპირებული იყო ყველაფერ ქართულთან, 16 წლის წინ კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერეს ხელი

დღეს აღვნიშნავთ ჩვენ დიდგორობას და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის რეჟიმი იყო თავიდან ბოლომდე, თავისი არსით, დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან.
„ყველგან ცდილობენ, რომ ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, გახლიჩონ ქვეყანა. სხვა არაფერს არ შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ 16 წლის თავზე შენ ცდილობ რაღაც ცვლილებები შეიტანო იმ მოცემულობაში, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული. სხვანაირად ეს ვერ აიხსნება, როდესაც შენ თვითონ 8 აგვისტოს იხსენებდი ომის დაწყების თარიღს, როდესაც შენ თვითონ იხსენებდი კონკრეტულ თარიღთან მიმართებით სხვადასხვა ფაქტს და ახლა ცდილობ ეს ყველაფერი შეცვალო, ეს მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ მათ სურთ ერთი, რომ გახლიჩონ ხელოვნურად ხალხი, ქვეყანა და მეორე – ამით მათ სურთ საკუთარი დანაშაულის გადაფარვა. თარიღების ცვლილებითაც ისინი ცდილობენ გადაფარონ საკუთარი დანაშაული, რომელიც მათ 16 წლის წინ ჩაიდინეს.
სხვათა შორის, ერთი ფაქტია საინტერესო, დღეს აღვნიშნავთ ჩვენ დიდგორობას და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. აქედან ჩანს, თუ როგორი კონტრასტია ამ ხელისუფლებისა ქართულ სულთან. სააკაშვილის რეჟიმი იყო თავიდან ბოლომდე, თავისი არსით, დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან და სწორედ შემთხვევითი არ არის, რომ კაპიტულაციის შეთანხმებას მათ 16 წლის წინ მოაწერეს ხელი სწორედ დიდგორობა დღეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა