პრემიერი – ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა – ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან

ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კონგრესმენ მაიკ ტერნერის და სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, „მთავარი და აუცილებელია, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში, მაგალითად, რას აკეთებდა ამერიკის ყოფილი ელჩი“.
„არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. ჩემთვის სამწუხაროა, ხშირად იმართება შეხვედრები, მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან და კონგრესმენთან, თუმცა საუბრები საუბრებად რჩება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში, მაგალითად, რას აკეთებდა ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ ფონზე, ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული 4 წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ