„არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება“ – ეკონომისტი

არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, ს შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა დავით კეშელავამ ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაფიქსირებული 9%-იანი ეკონომიკური ზრდა მაღალი მაჩვენებელია, რომელზედაც გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა.
„შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი რამდენი მიზეზი იყო. მაგალითად არის კონკრეტული სექტორები, სადაც ბოლო პერიოდში მაღალი აქტივობა შეინიშნება და მათი წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ასეთია ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი და ასევე ტრანსპორტის სექტორი, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ტურიზმისა აღდგენის ტემპიც მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შემოსულ ტურისტების რაოდენობით აღდგენა არ გვაქვს, შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს.
რაც შეეხება საგარეო სექტორს, აქ მნიშვნელოვანია ვაჭრობის გამოყოფაც, მართალია სასაქონლო პროდუქციაში შემცირება გვაქვს, თუმცა ამას მომსახურების ექსპორტის ზრდა აბალანსებს.
ფაქტორები, სავარაუდოდ, მინიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდება. წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო ხარჯების ზრდაცაა მოსალოდნელი, რომელიც ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, არჩევნების შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება”, – ამბობს ეკონომისტი.
ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 9%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ