კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ლაშა ტალახაძე – სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა ბექაური – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
· გენო პეტრიაშვილი – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ტატო გრიგალაშვილი – ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
· ილია სულამანიძე – ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
· გივი მაჭარაშვილი – ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა გურული – ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.
სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში ის ნახსენები არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ