რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს.
“ენერგოდარი. ნიკოპოლიდან ვაფიქსირებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ხანძარი გააჩინეს. რადიაციის მაჩვენებელი ახლა ნორმაშია. მაგრამ სანამ რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია ნორმალური არ არის და ვერ იქნება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ჩვენ ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას. ამაზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. მხოლოდ უკრაინის კონტროლს ზაპოროჟიეს სადგურზე შეუძლია ნორმალურად დაბრუნებისა და სრული უსაფრთხოების გარანტია. ზაპოროჟიეს სადგურის მხოლოდ უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებას შეუძლია ნორმალურობისა და სრული უსაფრთხოების დაბრუნება.” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს