რუსეთის ომბუდსმენი გაეროსგან უკრაინის “ტერორისტული თავდასხმების” დაგმობას ითხოვს

რუსეთის ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას თქმით, მან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მიმართა მოთხოვნით, დაგმოს “უკრაინული მხარის მიერ ს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები” და მიიღოს ზომები, რათა თავიდან აცილებულ იქნეს უკრაინის მიერ “ადამიანის უფლებათა უხეში, მასობრივი დარღვევები”. ომბუდსმენის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“კურსკის რეგიონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ბარბაროსული თავდასხმის შედეგად ათასობით მოქალაქე დაზარალდა.
მე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მივმართე მოთხოვნით, რომ დაგმოს უკრაინული მხარის ტერორიზმი და მიიღოს ზომები ადამიანის უფლებებათა უხეში, მასობრივი დარღვევების თავიდან ასაცილებლად” – წერს მოსკალკოვა ტელეგრამზე.
მოსკალკოვამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უმაღლესი კომისარიატისთვის რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშშიც იქნება გათვალისწინებული, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება.
წყარო: ტაბულა