დაღესტნელ მოჭადრაკეს მეტოქის ვერცხლისწყლით მოწამვლა ედება ბრალად

დაღესტნელი მოჭადრაკეს, 40 წლის ამინა აბაკაროვას ს ჭადრაკის ფედერაციის ყველა შეჯიბრში მონაწილეობა აეკრძალა, რადგან მეტოქის, უმაიგანატ ოსმანოვას ვერცხლისწყლით მოწამვლა ედება ბრალად.
შემთხვევა 2 აგვისტოს, დაღესტნის ჭადრაკის ჩემპიონატზე, ქვეყნის დედაქალაქ მაჰაჩკალაში მოხდა. სამონიტორინგო კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ შეჯიბრის დაწყებამდე აბაკაროვამ მეტოქის მაგიდასა და სათამაშო ფიგურაზე ვერცხლისწყალი დაასხა.
კამერის ჩანაწერები მას შემდეგ შეამოწმეს, რაც ოსმანოვა ცუდად გახდა.
დაღესტნის სპორტის სამინისტროს ცნობით, ოსმანოვას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფედერაციის განცხადებაში წერია, რომ პოლიცია საქმეს ჯანმრთელობისთვის მსუბუქი ზიანის მიყენების ბრალდებით განიხილავს.
ოსმანოვას ნათესავების თქმით, “აბაკაროვას პატიებას არ აპირებენ” და სურთ, რომ მან მაქსიმალური სასჯელი მიიღოს.
რუსულ გამოცემა Газета.ру-სთან საუბრისას თავად აბაკაროვამ თქვა, რომ ეს ოსმანოვას მიმართ პირადი წყენის გამო გააკეთა.
“ის ვუთხარი, რაც არავისთვის არ მითქვამს, მან კი სხვებთან ჩემზე ჭორაობა დაიწყო და რატომღაც დედაჩემს განიხილავდა. უმაიგანატი მას არც კი იცნობს”. – თქვა აბაკაროვამ Газета.ру-ს მიხედვით.
წყარო: ტაბულა