მარია ზახაროვა ზელენსკიზე – საღებავი გადავიდა და ტერორისტული არსი გამოაშკარავდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ბრძანებით ქვეყნის სახელმწიფო აპარატის ნარჩენები „ტერორისტულ გენერატორად“ აქცია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„აკრძალულმა ორგანიზაცია ISIS-მ (ისლამური სახელმწიფო) თავის დროზე თავი სახელმწიფოდ გამოაცხადა. იყო მცდელობები საკუთარი ვალუტის შემოღების, კვაზი სახელმწიფოებრიობის აშენების. ზელენსკი, დასავლეთის ბრძანებით, სხვა გზით წავიდა – მან უკრაინის სახელმწიფო აპარატის ნარჩენები ტერორისტულ გენერატორად აქცია“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.
მისი მტკიცებით, ზელენსკი დიდი ხნის განმავლობაში ნიღბავდა თავს და დასავლეთში ბევრს სჯეროდა მისი კეთილი ზრახვების, მაგრამ „საღებავი გადავიდა და ტერორისტული არსი გამოაშკარავდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ