გილოცავთ – ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებზე

“გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორია დაწერა და პარიზში, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აღარაფერს ვამბობ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც ჩვენს გმირ ოლიმპიელს 14 ოქროს მედალი აქვს მოგებული. მისი მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.
ლაშა ტალახაძე არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანი და ღირსეული, პატრიოტი მამულიშვილია. დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის.
შვდიგზის ევროპის ჩემპიონი
შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი
მსგავსი მიღწევა უნიკალურია სპორტის სამყაროში და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ ამ მიღწევის ავტორი ქართველი ლაშა ტალახაძეა!
ასევე მინდა ოლიმპიური ჩემპიონობა მივულოცო სახელოვან ქართველ ფალავანს, გენო პეტრიაშვილს. ის არის მაგალითი, თუ რა შედეგი მოაქვს უდრეკ ხასიათს და მიზნისკენ სწრაფვას. ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი, ხოლო შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობა გენომ პარიზში დამსახურებული ოლიმპიური ჩემპიონობით დააგვირგვინა და მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას.
სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს. კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი ფინალურ ორთაბრძოლას გამართავს. წარმატებას ვუსურვებ მცხეთელ ფალავანს. დარწმუნებული ვარ – გამარჯვება და ოქროს მედალი სწორედ გივის და ჩვენ ქვეყანას დარჩება! – ნათქვამია ს მისალოც წერილში, რომელსაც “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო