ხვიჩას გადამწყვეტი პენალტი – “ნაპოლიმ” თასზე “მოდენა” თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც პალუმბოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარაცხელია თამაშს ამწვავებდა, ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ბურთს მეკარე გაგნო დაეუფლა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ზეწოლა გააძლიერა, ხვიჩას ეუხეშებოდნენ, ისევ არ დაანება გატანა გაგნომ. მწვრთნელმა კონტემ რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. აშკარა იყო, რომ ცენტრფორვარდის გარეშე ნეაპოლურ გუნდს იერიშების დაგვირგვინება უჭირდა. “კვარას” საჯარიმოში ჩაწოდებებზე პარტნიორები ვერ იხსნებოდნენ. ბოლოს კვარაცხელია საჯარიმოში
წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რეგლამენტის მიხედვით ექსტრა ტაიმების გარეშე თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც “ნაპოლიმ” გაიმარჯვა. ნეაპოლელთაგან დი ლორენცომ, ნგონჟიმ, სიმეონემ და კვარაცხელიამ გაიტანეს – ერთადერთი პენალტი ჩედირამ ვერ გამოიყენა. მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი ხვიჩას გატანილი გამოდგა, რომელიც ორივე გუნდში ყველაზე აქტიური გახლდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში