ბადრი ჯაფარიძე – შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით იქნება მობილიზებული, რომ ქართველი ხალხის ნება თავისუფლად იყოს გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს

შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით იქნება მობილიზებული, რომ ქართველი ხალხის ნება თავისუფლად იყოს გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შეხვედრაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა.
„დღეს არის სწორედ ამის დემონსტრირება, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ არ შეიცვლება, პირიქით, გაძლიერდება მხარდაჭერა, როგორც კი, ჩვენი ქვეყანა დასავლურ ვექტორს, მის ბუნებრივ ვექტორს დაუბრუნდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ხაზგასმით იყო ნათქვამი შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის, არჩევნების პროცესზე იქნება სრული ყურადღება, სრული მხარდაჭერა, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიაროს, ხმების მიტაცების მცდელობა არ მოხდეს. შეერთებული შტატები იქნება ძალიან ყურადღებით მობილიზებული ამ პროცესზე იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს თავისუფლად გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.
საუბარი ძალიან მეგობრული, ღია იყო და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ვნახეთ, ფორმატი იყო ასეთი – თავისუფალი, ღია საუბარი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – 4 ოქტომბერზე „ოცნების“ სარკაზმი მესმის, მაგრამ გახარიას რა აქვს სალაპარაკო? რა ნიშნით უნდა ასწავლოს სხვას ჭკუა? სხვაზე მეტი არ უბრძოლია – ჰგონია, რომ ისევ პრემიერია, ამ როლიდან ვერ გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი – შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში – დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ, რადგან გამწვავებები ემართებათ

შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“ – ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ და ადამიანი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტენზე საკუთარი სახელის დაწერის თანხმობას მისცემს, რადგან იცის, ამით საკუთარ სახელს შელახავს