სალომე ჯამბურია „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

28-29 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სათავო ოფისში გამართულ „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ერების კოორდინატორთა ასამბლეაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი სალომე ჯამბურია პროგრამის თავმჯდომარედ აირჩიეს. ის 2019 წლიდან, ერების კოორდინატორთა წარდგინებით, ამავე პროგრამის ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. პროგრამის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევნებში მონაწილეობდნენ ბელგიის (ფლანდრია), დიდი ბრიტანეთისა (ინგლისი) და პოლონეთის კოორდინატორები, რომელთაგან ხმათა უმრავლესობა (48,39%) საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ინიციატივა მიზნად ისახავს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ