14-მდე გაიზარდა უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

14 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე ს თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, – აცხადებს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დაჭრილია კიდევ 43 პირი.
ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ფილაშკინი აცხადებდა, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო Kh-38-ის ტიპის რაკეტა.
“ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი”, – წერდა ფილაშკინი ტელეგრამით.
უკრაინის პრეზიდენტის, ს შეფასებით, ეს შეტევა უდრიდა ტერორისტულ თავდასხმას.
“რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტსა და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად”, – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
წყარო: რადიო თავისუფლება